„აღმართი“ A2+ (ენის საფუძვლის გაძლიერებული დონე) განკუთვნილია იმ შემსწავლელებისათვის, რომლებიც უკვე ფლობენ ქართული ენის ელემენტარულ დონეს. ენის A2+ დონეზე დაუფლების შემდეგ შემსწავლელს შეეძლება: ინსტრუქციის შემცველი და მოკლე საინფორმაციო ტექსტების, ტელე- და რადიოგადაცემების, ჟურნალ-გაზეთებსა თუ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მთავარი არსის გაგება, თუ ისინი ეხება მისთვის ნაცნობ თემებს; ინფორმაციის გაცვლა; საუბრის დაწყება და მასში უფრო აქტიური მონაწილეობა; საკუთარი მოსაზრებების მარტივად დასაბუთება მისთვის ნაცნობ ან საინტერესო საკითხზე; მარტივი სიტყვებით საუბარი საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე, პირად გამოცდილებაზე, თავისი ქვეყნისა და ხალხის ზნე-ჩვეულებებზე; ზეპირად თუ წერილობით ახსნა იმისა, რა მოსწონს ან არ მოსწონს; ნაცნობი თემების შესახებ მარტივი ტექსტების შედგენა, საკუთარი აზრისა თუ რაიმე ინსტრუქციის წერილობით ჩამოყალიბება.
სახელმძღვანელო შემსწავლელს აძლევს გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნას ისეთი მოცულობით, როგორიც საჭიროა ენობრივი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის A2+ დონის შესაბამისად და ამზადებს ენის ფლობის შემდეგ დონეზე სწავლის გასაგრძელებლად.